ბაქოს სამიტი

 

მსოფლიო HR სამიტი ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც ადამიანური რესურსების მართვის სფეროს პროფესიონალებს, ლიდერებს, ექსპერტებსა და დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს.

სამიტის ფარგლებში მხარეებს დარგის უახლესი ტენდენციების, გამოწვევებისა და საუკეთესო პრაქტიკების განხილვის საშუალება ეძლევათ. ღონისძიების მიზანია გლობალური HR პლატფორმის შექმნა ინოვაციების წასახალისებლად. 

შეხვედრებზე განსახილველი საკითხები, ძირითადად, ტალანტების მოზიდვა და შენარჩუნება, თანამშრომელთა ჩართულობა და კორპორაციული კულტურა, მრავალფეროვნება და ინკლუზიური გარემოს შექმნა, HR ტექნოლოგიები და ორგანიზაციული ცვლილებების დაგეგმვის სპეციფიკაა.

სამიტი ვორქშოპებს, პანელურ დისკუსიებს, Case Study-ს ანალიზებს, პრეზენტაციებსა და დაჯილდოებებს მოიცავს. 

“One Point აქტიურადაა ჩართული პროფესიულ ღონისძიებებში, შესაბამისად, არც 2024 წლის მსოფლიო HR სამიტი ყოფილა გამონაკლისი. 

ბაქოში ვიზიტის დროს ორგანიზაციას შესაძლებლობა მიეცა ახალი თანამშრომლობა დაემყარებინა ადგილობრივ კომპანიებთან. ამასთან ერთად, შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრები მენეჯმენტთან პარტნიორული თანამშრომლობის გეგმით. 

 

One Point აგრძელებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობასა და ახალი პრაქტიკების დანერგვას ორგანიზაციულ საქმიანობაში.