ორგანიზაციული სტრუქტურა

მთავარი - ორგანიზაციული სტრუქტურა

ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება

ორგანიზაციული სტრუქტურა წარმოადგენს კომპანიის ამოცანების, როლების, უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების სახეს, რომელთა განაწილებაც ექვემდებარება გარკვეულ წესრიგს. ორგანიზაციული სტრუქტურა უზრუნველყოფს ორგანიზაციის სისტემურ განვითარებას და სწორი პროცესების ორგანიზებას.

სწორად შედგენილი ორგანიზაციული სტრუქტურა ხელს უწყობს კომპანიის შეუფერხებელ განვითარებას და მიზნების მიღწევას. ის ვითარდება და იცვლება კომპანიის სტრატეგიის, შიდა და გარე ცვლილებების ზეგავლენით.

ორგანიზაციული სტრუქტურაზე მუშაობის პროცესი არის სისტემატური, კვლევაზე დაფუძნებული ნაბიჯების სერია, რომელიც მიყვება შემუშავებულ და დაგეგმილ პროცესებს და  გარკვეულ თანმიმდევრულ სამუშაოებს მოიცავს.

ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება საინტერესოა იმ კომპანიებისათვის, სადაც:

  • ბიზნეს პროცესები ფერხდება
  • თანამშრომლებისთვის არ არის ცხადი პასუხისმგებლობები და როლები
  • შემცირებულია ინიციატივები და ჩართულობა თანამშრომელთა მხრიდან
  • კომპანიას აქვს პოტენციალი, მაგრამ ვერ იზრდება/ვითარდება
  • კომპანიაში შემუშავდა ახალი სტრატეგია, რომლის მიღწევაც არსებული სტრუქტურით რთულია ან შეუძლებელია.

ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება დამკვეთი კომპანიებისათვის უზრუნველყოფს:

  • ბიზნეს პროცესების მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანას
  • სწორად განაწილებულ ადამიანურ რესურსებს და ხარჯების ოპტიმიზაციას
  • შიდა პროცესების გამჭვირვალობას და პროცესების დროში ოპტიმიზაციას
  • ეფექტიანობის ამაღლებას განვითარების და შემოსავლების გენერირების პროცესში

მომსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან

ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარების შედეგად თქვენ მიიღებთ:

  • ანალიზის საფუძველზე შემუშავებულ ბიზნეს პროცესების რუკას
  • ორგანიზაციული სტრუქტურას
  • ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის საფუძველზე, სტრუქტურული ერთეულებისთვის გაწერილ მიზნებს და ამოცანებს
  • სტრუქტურულ ერთეულებში სამუშაოების შესასრულებლად საჭირო საშტატო რაოდენობებს
  • სურვილის შემთხვევაში, პოზიციების სამუშაოს აღწერილობებს, რანგირებას და კლასიფიცირებას
  • ე.წ. გეფების დაფარვის თაიმლაინს და რეკომენდაციებს

ჩვენი მიდგომა:

  • One Point- ში ორგანიზაციულ სტრუქტურაზე ვმუშაობთ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით.
  • სამუშაო პროცესში ჩართული გვყავს დამკვეთი კომპანიის წარმომადგენლები, რაც უზრუნველყოფს ცვლილებების ადგილზე წარმატებით ადაპტაციას.
  • ორგანიზაციული სტრუქტურის მოწყობა წარმატებით განხორციელდა პარტნიორ კომპანიებში: ევექსი კლინიკები; Lion trans; NATO Center; BMS, ფარმ სახლი, რომპეტროლი ...